შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის" პედაგოგები ყვარელში

შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის

7 ოქტომბერს, შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ ადმინისტრაციის ორგანიზებით, პედაგოგიური კოლექტივი , შემოდგომის ერთ თბილ და მზიან დღეს სტუმრად ყვარელს ეწვია. პედაგოგებმა ერთად საინტერესო და ემოციებით სავსე დღე გაატარეს, პირველ რიგში ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, სადაც მასპინძლებმა მათ ძალიან საინტერესოდ გააცნეს ქართველი ერის ამ სასიქადულო შვილის ცხოვრების ისტორია, დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის კარ-მიდამო და მარანი, მოილოცეს წმინდა იოანე ნათმლისმცემლის სახელობის ის ტაძარი, რომელშიც ილია ჭავჭავაძე მოინათლა. ამის შემდეგ პედაგოგები ყვარლის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ და კახეთის ულამაზესი ხედით დატკბნენ. ექსკურსიის ბოლოს პედკოლექტივმა მოინახულა მსოფლიოში სიდიდით მეორე, კლდეში ნაკვეთი მარანი ,,ხარებას მღვიმე“, სადაც გაეცნო მარნის ისტორიას, მეღვინეობა ,,ხარებას“ ნაწარმის წარმატებებს მსოფლიო ასპარეზზე და ღვინის დაწურვის, დაყენებისა და შენახვის ტექნოლოგიებს. დღემ მხარულად და საინტერესოდ ჩაიარა, პედაგოგებს დიდხანს გაჰყვებათ ის ემოციები, რაც ამ შესანიშნავ დღეს დაუგროვდათ