ქართული ენის XI რესპუბლიკური ოლიმპიადა

ქართული  ენის  XI რესპუბლიკური  ოლიმპიადა

ქართული  ენის Xრესპუბლიკური  ოლიმპიადა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი  მოსწავლეებისათვის

ორგანიზატორი: შპს სკოლა-ლიცეუმი „სხივი”

მისამართი : ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.

                         (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია)

ტელეფონი:   (995 032) 2596701, 2596702

ფაქსი:              (995 032) 2596703 

ელ-ფოსტა:      sxivi.dedaena@gmail.com  

ვებ-გვერდი:    www.sxivi.ge

რეგისტრაციის ბმული   https://goo.gl/forms/uYLEkFhioRuv1LbN2

      პასუხისმგებელი პირები: ეკა ჩიქობავა, ემრულლაჰ დემირ,  ეკალომთათიძე,

                                                             ნესტან როდონაია,  ლია მამულაშვილი,  ცისმარ კობერიძე, მარიამ მატუაშვილი. 

                                                   

ოლიმპიადაში  მონაწილეობა   უფასოა.

 

გამარჯვებული  მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა  და სამახსოვრო  საჩუქრებით.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების დახურვის ცერემონიალი ჩატარდება 2018 წლის  28 აპრილს.

 

  1. ზოგადი  პრინციპები

ოლიმპიადაშიმონაწილეობისმიღებაშეუძლიათკერძოდასაჯაროსკოლის,როგორცქართული,ასევეარაქართულენოვანისკოლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის)    მოსწავლეებს.

 

       მოსწავლეებმა  10 აპრილის ჩათვლით  წინასწარ უნდაგაიარონ  რეგისტრაცია.

რეგისტრაციაშესაძლებელია  ელექტრონულად სარეგისტრაციო განაცხადის შევსების საფუძველზე,  ბმულზე  https://goo.gl/forms/uYLEkFhioRuv1LbN2

 

მონაწილემ უნდა მიუთითოს:

ქალაქი

სკოლა

სახელი, გვარი

კლასი

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

ელექტრონული ფოსტა

ნომინაცია

     ქალაქი, სადაც სურს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება

      თბილისი

    სკოლა-ლიცეუმი “სხივი”-

 ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.

     ტელ: 259 67 01,  259 67 02

 

       ქუთაისი

       ნ. ნიკოლაძისსახელობისსკოლა-ლიცეუმი, ი. აბაშიძის  გამზ. 22

 ტელ: 0431 25 69 05

 

       რუსთავი

      შოთა რუსთაველისსახელობისსკოლა-ლიცეუმი, ახმეტელის ქ.10

     ტელ: 0341 25 34 46 /  557547349

  1. კონკურსის  ჩატარების პირობები:

 

    კონკურსი ტარდება  ნომინაციების მიხედვით ტურებად:

  1. საუკეთესო კალიგრაფი  - 1 ტური
  2. მხატვრული კითხვის ოსტატი - 2 ტური
  3. საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 2 ტური

 

ა) პირველი ტური ჩატარდება  14  აპრილს საქართველოს სამ ქალაქში:

    თბილისი, რუსთავი, ქუთაისი.

    გამოვლინდებიან მეორე ტურშიგადასული მონაწილეები

 

ბ) მეორე ტური  ჩატარდება  21 აპრილს, თბილისში  

 

  1. ღონისძიებისმიზანი:

ü  აამაღლოსმოსწავლეებშიენისადმიინტერესი

ü  გამოუმუშაოსწერითიდაზეპირმეტყველებისკულტურა

ü  გააცნობიეროსეროვნულიდაზოგადსაკაცობრიოკულტურა, როგორცცვლილებისადაგანვითარებისმუდმივმოქმედიპროცესი

ü  კალიგრაფიულიკულტურისგამომუშავება

ü  ნიჭიერიმოსწავლეებისწახალისება

  1.     კონკურსის  ინიციატორები  და  ჩატარების  ორგანიზატორები

ü  ქართული ენის ოლიმპიადა  ტარდება შპს  სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის’’ ინიციატივით

ü  მხარდამჭერი - საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო

ü  კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა  გამოვლენის  

 მიზნით  იქმნება კოლეგიალური  ორგანოები

ü  ჟიურისა  და ნომინაციების  შესაბამის  ჯგუფებში მოწვეულნი  არიან საზოგადოების კომპეტენტური და ავტორიტეტული  წარმომადგენლები

 

  1.     კონკურსის  ჟიურის  უფლებები  და  მოვალეობები:

ü  წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა და შეფასების  ორგანიზაცია

ü  კონკურსის დასრულების შემდეგ  ჟიურის  წევრთა  მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა  და  დასაჯილდოებლად  წარდგენა

 

  1.   ნომინაციები:
  1.  საუკეთესო კალიგრაფი
  2. მხატვრული კითხვის ოსტატი
  3. საუკეთესო მუსიკალური ნომერი

 

          1. საუკეთესო კალიგრაფი

      მონაწილეობენ  I-VI კლასების მოსწავლეები.

        I     საკონკურსო ჯგუფი:   I   კლასი

II    საკონკურსო ჯგუფი:  II კლასი

III  საკონკურსო ჯგუფი:  III – VI კლასები

 

საკონკურსო დავალებები ერთი ტიპისაა:

     ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.

 

კალიგრაფიული  ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:

ü  ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა

ü  დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე

ü  ტექსტის მხატვრული გაფორმება (ელემენტების შეტანა)

 

      ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.

 

კონკურსი ტარდება ერთ ტურად.

 

ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით  რესპუბლიკის მასშტაბით

 

  1. მხატვრული კითხვის ოსტატი

მხატვრული კითხვის ოსტატი - ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის.

მხატვრული კითხვის ოსტატი - არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის.

 

მონაწილეობენ  I-VI კლასის მოსწავლეები.

 

მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:

ü  მნიშვნელოვანია  ლექსის  შინაარსობრივი  დატვირთვა

           (პატრიოტულ-ეროვნული, ენისადმი მიძღვნილი)

ü  ტექსტის ცოდნა,  გამართული მეტყველება

ü  ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია

ü  არტისტიზმი-ემოცია

ü  მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებიაფონოგრამაც.

 

კონკურსი ტარდება ორ  ტურად.

 

       3. საუკეთესო მუსიკალური ნომერი

საუკეთესო  მუსიკალური  ნომერი  ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის

საუკეთესო  მუსიკალური  ნომერი  არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის

 

მონაწილეობენ I-VI კლასის მოსწავლეები

 

კონკურსის მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

(პატრიოტულ-ეროვნული, ენისადმი მიძღვნილი)

ü  შემსრულებლის ოსტატობის დონე

ü  ვერბალური უნარების  გამოვლენა

ü  ვოკალური უნარების გამოვლენა

ü  სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია

ü  მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება 

 

დამატებითი კრიტერიუმები:

 

ü  მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)

ü  შოუს ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).

 

       კონკურსი ტარდება ორ ტურად.

 

       შენიშვნა: საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი

 

          კონკურსის  ჩატარების  კალენდარული  გრაფიკი:

I  ტური  – შესაბამისი  ქალაქები

 

                            14  აპრილი

 

  • საუკეთესო კალიგრაფი                                        11 : 00 სთ
  • საუკეთესო მუსიკალური ნომერი                      12 : 00 სთ
  • მხატვრული კითხვის ოსტატი                            12 : 00 სთ

 

 

         ოლიმპიადის ცენტრები  ნომინაციიდან საუკეთესომუსიკალურინომერი  და    მხატვრულიკითხვისოსტატი  გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.

 

I  ტურის შედეგები გამოქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე  18 აპრილს.

 

II ტური – თბილისი

                         21 აპრილი

  • საუკეთესო მუსიკალური ნომერი                       11 : 00 სთ
  • მხატვრული კითხვის ოსტატი                             11 : 00 სთ

 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების დახურვის ცერემონიალიჩატარდება  ივანე ჯავახიშვილისსახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის,პირველიკორპუსისსააქტოდარბაზში 28 აპრილს.

 

 ოლიმპიადის  ჩატარების  ორგანიზება:

 

ü  ოლიმპიადის პირველი  ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს                  

               შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი

 

        ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები:

 

 ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:

 

ü  ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე  გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია

ü  იქონიოს კალამი

ü  შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული  მითითებანი

 

ოლიმპიადის  მონაწილეს  ეკრძალება:

 

ü  მობილური ტელეფონის  ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა

ü  დამხმარე  მასალის  გამოყენება

ü  გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან  სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის  შეშლა

 

ოლიმპიადის  პროცესის  კონტროლი  და  მეთვალყურეობა :

 

ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ  შემდეგი  პირების  ყოფნა:

ü  სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის’’ თანამშრომლები

ü  პირები, რომელთაც  აქვთ სკოლის  მიერ  გაცემული  სპეციალური  დოკუმენტი

ü  მეთვალყურე

ü  პასუხისმგებელი პირი

ü  ექიმი

ü  საჭიროების შემთხვევაში  ტექნიკური  პერსონალი

 

პროცედურული   დარღვევების   გასაჩივრება:

 

           ოლიმპიადის:

ü  პროცედურულ  დარღვევებზე  წარმოშობილი  პრეტენზიები  განიხილება  შექმნილი 

 საპრეტენზიო  კომისიის მიერ

 

 ოლიმპიადის  მონაწილეების  დაჯილდოება:

üოლიმპიადაში  გამარჯვებულ  მოსწავლეებს   გადაეცემათ   სიგელები  და სამახსოვრო საჩუქრები