ვროპარლამენტის წევრი კლერ მუდი ,,სხივში"

ვროპარლამენტის წევრი კლერ მუდი ,,სხივში

ვროპარლამენტის წევრი კლერ მუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი სკოლა-ლიცეუმ “სხივს” ესტუმრა.
ევროპარლამენტარმა მედიასთან საუბრისას დაკავებულის სწრაფად გათავისუფლების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი საქმის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება:
“მიხარია, რომ საშუალება მომეცა, გვესაუბრა შესანიშნავ საქმეზე, რომელსაც ეს სკოლა აკეთებს, განათლებას აძლევს ახალგაზრდებს საქართველოსა და ქართულ ტრადიციებზე. მაგრამ კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც აქ მოვედი, ბატონი ჩაბუქის საქმეა. ევროპარლამენტი ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს ამ საქმის მიმართ. გვინდა, ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდეს, ვიხილოთ საკუთარ ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მალე და განაგრძოს უდიდესი საქმიანობა, რასაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემის კუთხით აკეთებს”.