სტუმრად TBC საგამოფენო სივრცეში

სტუმრად  TBC საგამოფენო სივრცეში

2017 წლის 11 დეკემბერს, სკოლა-ლიცეუმ "სხივის" მე 5 კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ TBC საგამოფენო სივრცეს, სადაც დაათვალიერეს ცნობილი ქართველი სცენოგრაფის და ფერმწერის, გენიალური პეტრე ოცხელის ნამუშევრები. ბავშვებმა მოისმინეს გამოფენილი ნამუშევრების შექმნის ისტორია, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ თამაშებში და გაეცნენ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს.