ქართული ენის ოლიმპიადა 2019

ქართული  ენის XII რესპუბლიკური  ოლიმპიადის ჩატარების წესი

ორგანიზატორი: შპს  სკოლა-ლიცეუმი „სხივი”

მისამართი :ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.

(გუდვილის მიმდებარე ტერიტორია)

ტელეფონი:(995 032) 2596701, 2596702

ფაქსი:(995 032) 2596703          

ელ-ფოსტა:      sxivi.dedaena@gmail.com  

ვებ-გვერდი:www.sxivi.ge

რეგისტრაციის ბმული :   

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfl3fTJxnAlalXRAFzsvgrNcGUyLxs5H8ZjzyZDfhPANJ3Hyg/viewform

 

      პასუხისმგებელი პირები: ეკა ჩიქობავა, ემრულლაჰ დემირ, ეკალომთათიძე,

ლია მამულაშვილი, ნესტან როდონაია, ციცინო ლილუაშვილი, ცისმარ კობერიძე.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.

 

გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სამახსოვრო  საჩუქრებით.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების დახურვის ცერემონიალი ჩატარდება 2019  წლის 20 აპრილს  14 საათზე.

 

  1. ზოგადი პრინციპები

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლის,როგორც ქართული,ასევე არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის  (I-IX კლასის)   მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.

 

      ოლიმპიადაში მონაწილეებმა 3 აპრილის  ჩათვლით წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულადსარეგისტრაციო განაცხადის შევსების საფუძველზე, შემდეგ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfl3fTJxnAlalXRAFzsvgrNcGUyLxs5H8ZjzyZDfhPANJ3Hyg/viewform

მონაწილემ  უნდა მიუთითოს:

ქალაქი

სკოლა

სახელი, გვარი

სტატუსი

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

ნომინაცია

     ქალაქი, სადაც სურს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება

 

ოლიმპიადა ტარდება

 

ქ.თბილისში

    სკოლა-ლიცეუმი “სხივი”-

ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.

 ტელ: 259 67 01,  259 67 02

 

  ქ.ქუთაისში

       ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ი. აბაშიძის გამზ. 22

ტელ: 0431 25 69 05

 

ქ.რუსთავში

      შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ახმეტელის ქ.10

ტელ: 0341 25 34 46 /  557547349

 

 

  1. კონკურსის ჩატარების პირობები:

 

    კონკურსი ტარდება ნომინაციების მიხედვით ტურებად:

  1. საუკეთესო კალიგრაფი  - 1 ტური
  2. მხატვრული კითხვის ოსტატი - 2 ტური
  3. საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 2 ტური

 

  1. ღონისძიების მიზანი:

 

ü  აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი

ü  გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა

ü  გააცნობიეროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი

ü  კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება

ü  ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება

ü  შემოქმედი მოსწავლეებისა და მასწავლებლის წახალისება 

 

  1.     კონკურსის  ინიციატორი, ჩატარების  ორგანიზატორი და მხარდამჭერები

 

ü  ქართული ენის ოლიმპიადა  ტარდება შპს  სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის’’ ინიციატივით

ü  მხარდამჭერი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ლიბრა“

 

 

 

 

 

 

 

  1.     კონკურსის  ჟიურის  უფლებები  და  მოვალეობები:

 

ü  წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა და შეფასების ორგანიზაცია.

ü  კონკურსის დასრულების შემდეგ  ჟიურის  წევრთა  მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა  და  დასაჯილდოებლად  წარდგენა.

ü  კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა  გამოვლენის  

 მიზნით  იქმნება კოლეგიალური  ორგანოები.

ü  ჟიურისა  და ნომინაციების  შესაბამის  ჯგუფებში მოწვეულნი  არიან საზოგადოების კომპეტენტური და ავტორიტეტული  წარმომადგენლები.

 

  1. ნომინაციები:
  2. საუკეთესო კალიგრაფი
  3. მხატვრული კითხვის ოსტატი
  4. საუკეთესო მუსიკალური ნომერი

 

 

მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლის  I-IX კლასების მოსწავლეები და პედაგოგები.

        I საკონკურსო ჯგუფი:      I კლასი

II საკონკურსო ჯგუფი:     II კლასი

III საკონკურსო ჯგუფი:    III – VI კლასები

       IV საკონკურსო ჯგუფი:    VII –IX კლასები

       V საკონკურსო ჯგუფი:      საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები

 

საკონკურსო  დავალებები  ერთი ტიპისაა:

 ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.

 

კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:

ü  ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა

ü  დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე

ü  ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა) 

 

     ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.

 

კონკურსი ტარდება ერთ ტურად.

ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით  რესპუბლიკის მასშტაბით.

თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან  I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

                   

 

                   

 

 

 

 

მოსწავლეები კონკურსში  მონაწილეობენ  ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით : დაწყებითი (I-VI კლ)  და საბაზო (VII-IX კლ) საფეხურის მიხედვით.

 

 

მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:

 

ü  ლექსის შინაარსობრივი   დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი)  

ü  ტექსტის ცოდნა,  გამართული მეტყველება

ü  ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია

ü  არტისტიზმი-ემოცია

ü  მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.

 

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

 

  • ნომინაციაში  ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლ) ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის  გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
  • ნომინაციაში  ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლ) არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის  გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
  • ნომინაციაში  ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო საფეხურის (VII- IX კლ) მოსწავლეებისათვის  გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

 

 

მოსწავლეები კონკურსში  მონაწილეობენ  ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით : დაწყებითი (I-VI კლ)   და საბაზო (VII-IX კლ) საფეხურის მიხედვით.

 

კონკურსის მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

ü  სიმღერის შინაარსობრივი   დატვირთვა  (ეროვნულ,-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი)

ü  შემსრულებლის ოსტატობის დონე

ü  ვერბალური უნარების  გამოვლენა

ü  ვოკალური უნარების გამოვლენა

ü  სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია

ü  მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება 

დამატებითი კრიტერიუმები:

 

ü  მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)

ü  შოუს ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).

 

 

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

 

  • ნომინაციაში  ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლ) ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის  გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
  • ნომინაციაში  ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლ) არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის  გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
  • ნომინაციაში  ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი“  საბაზო საფეხურის (VII- IX კლ) მოსწავლეებისათვის  გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.

 

       შენიშვნა: საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი

 

კონკურსის  ჩატარების  კალენდარული  გრაფიკი:

 

I  ტური   ჩატარდება   ქალაქებში -  თბილისი, რუსთავი  და ქუთაისი

 

5 აპრილი   - მონაწილეობენ VII-IX  კლასის მოსწავლეები

 

  • საუკეთესო მუსიკალური ნომერი                   13 : 00 სთ
  • მხატვრული კითხვის ოსტატი                         13 : 00 სთ

 

 

6 აპრილი  - მონაწილეობენ  პედაგოგები და  I-IX  კლასის მოსწავლეები

 

  • საუკეთესო კალიგრაფი   10 : 00 სთ

 

6 აპრილი- მონაწილეობენ I-VI კლასის მოსწავლეები

 

  • საუკეთესო მუსიკალური ნომერი                  11 : 00 სთ
  • მხატვრული კითხვის ოსტატი                        11 : 00 სთ

 

 

 

I ტურის შემდეგ ოლიმპიადის ცენტრები  ნომინაციაში  " საუკეთესო მუსიკალური ნომერი"და                   "მხატვრული კითხვის ოსტატი"  გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.

 

I  ტურის შედეგები გამოქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე10  აპრილს.

 

II ტური  ჩატარდება ქ.თბილისში

ჩატარების  გრაფიკი:

 

13 აპრილი  - მონაწილეობენ I-VI და VII-IX  კლასის მოსწავლეები

 

  • საუკეთესო მუსიკალური ნომერი                       11 : 00 სთ
  • მხატვრული კითხვის ოსტატი                             11 : 00 სთ

 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების დახურვისა და დაჯილდოების  ცერემონიალი ჩატარდება ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტის  პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 20 აპრილს, 14 საათზე.

 

ოლიმპიადის  ჩატარების  ორგანიზება:

 

ü  ოლიმპიადის პირველი  ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს                  

   შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი

 

 ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები:

 ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:

 

ü  ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე  გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია

ü  იქონიოს კალამი

ü  შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული  მითითებანი

 

ოლიმპიადის  მონაწილეს  ეკრძალება:

 

ü  მობილური ტელეფონის  ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა

ü  დამხმარე  მასალის გამოყენება

ü  გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან  სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის  შეშლა

ოლიმპიადის  პროცესის  კონტროლი  და  მეთვალყურეობა :

 

ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ  შემდეგი  პირების  ყოფნა:

ü  სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის’’ თანამშრომლები

ü  პირები, რომელთაც  აქვთ სკოლის  მიერ  გაცემული  სპეციალური  დოკუმენტი

ü  მეთვალყურე

ü  პასუხისმგებელი პირი

ü  ექიმი

ü  საჭიროების შემთხვევაში  ტექნიკური  პერსონალი

 

პროცედურული   დარღვევების   გასაჩივრება:

 

ü  ოლიმპიადის პროცედურულ  დარღვევებზე  წარმოშობილი  პრეტენზიები  განიხილება  შექმნილი  საპრეტენზიო  კომისიის მიერ

 

 ოლიმპიადის  მონაწილეების  დაჯილდოება:

üოლიმპიადაში  გამარჯვებულ  მოსწავლეებს   გადაეცემათ   სიგელები  და სამახსოვრო საჩუქრები