ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ,,სხივში"

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ,,სხივში

სკოლა-ლიცეუმ ,,სხივს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვია, 
სტუმრები შეხვდენენ დირექციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს, გაეცნენ სკოლის მისიას, ძირითად ამოცანებს, პრინციპებს, სკოლის ხედვას, ფასეულობებსა და სასწავლო პროცესის წარმართვის მექანიზმებს. დაათვალიერეს სკოლის კლასკაბინეტები.
დელეგაციის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ მუსიკის, რუსული ენის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის გაკვეთილებზე. ხოლო ხელოვნების გაკვეთილზე პატარებმა სტუმრები საკუთარი ნამუშევრებით დაასაჩუქრეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.
პენსილვანიის, პიტსბურგისა და ჰარისბურგის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს, როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმოამდგენლებთან, ისე თბილისის მერთან. დელეგაციას წევრები დაინტერესებულები არიან ჩვენს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემითა და სწავლებით.

სურათების დათვალიერება