სკოლა ლიცეუმი "სხივის" სტუმრობა ქართული სპორტის მუზეუმში

სკოლა ლიცეუმი
2 ივნისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი" VII- X კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ოლგა ერემენკო, ლია ჩხეიძე და ხათუნა აიაზოვა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.
მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყეს შეხვედრა სპორტის მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან.
ასევე შეხვდნენ სუმოს პრეზიდენტს და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.