ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი

ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი

29 აპრილს, თბილისში, ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი და საზეიმო ღონისძიება გაიამართა. წლების მანძილზე იზრდება არაქართველი მოსწავლეების ინტერესი ქართული ენისა და კულტურის მიმართაც, რასაც ბოლო ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს.კონკურსში წელს 4000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან 1300 მოსწავლე არაქართველი გახლდათ, რომლებმაც ქართული ენის განსაკუთრებული ცოდნა და სიყვარული გამოავლინეს. ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი და საუკეთესო მუსიკალური ნომერი.

გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ, ხოლო არაქართულენოვან საკონკურსო ტურში გამარჯვება თურქმა, კორეელმა, აზერბაიჯანელმა და შუა აზიელმა მოსწავლეებმა მოიპოვა.