აუცილებელი დოკუმენტაცია

  კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) პირველ კლასში ჩასარიცხად:
1.მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება. (ე.წ. არასრულწლოვნის მოწმობა)
4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი სა­ერ­თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).
41.მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

ბ) დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

1. სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულწლოვანი მოსწავლის ან/და არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.
3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.
31. სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
5 . მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, მთავრობათაშორისი სა­ერ­თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები). ასევე თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები .
5. პირი თავისუფლდება ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.