მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი

                                                     მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი
მოსწავლე ვალდებულია:
 შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, დაიცვას მოსწავლეთა ქცევის წესები
 იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი
 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა
 დაიცვას უსაფრთხოების წესები
 დაემორჩილოს მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და დაცვის სამსახურის წევრთა მითითებებს
 რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები
 სასკოლო ფორმითა და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში
 პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს
 სკოლის სახელით მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში
 გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ ინვენტარს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად, ან სხვათა დახმარებით
 გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით
 მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად
 მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას
 გაკვეთილზე გამოცხადდეს დროულად
 მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ გავიდეს გაკვეთილიდან
 დაემორჩილოს პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების სამართლიან მოწოდებას
 სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში დაესწროს ყველა გაკვეთილს
 პატივისცემით მოექცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
 შეატყობინოს სკოლის დირექციას ქცევის კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევის შემთხვევაში
 მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე
 მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
 დაემორჩილოს მასწავლებლის მითითებებს და გაითვალისწინოს მისთვის მიცემული შენიშვნები
 პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში  მყოფ დაცვის სამსახურის მუშაკს
 არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომლებიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესში, მაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას
 პატივი სცეს და დაიცვას სკოლაში მოქმედი წესები

მოსწავლეს უფლება აქვს მიიღოს:

 მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლება
 ჩარიცხულ იქნეს გასაუბრებისა და ტესტირების შედეგების მიხედვით სკოლის შესაბამი კლასში
 მოსწავლეებს უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, ,,სხივის’’ წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად
 იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა
და ვალდებულებების შესახებ
 სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის
სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება
 ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით
 მიიღოს დამატებითი, (მათ შორის ფასიანით) საგანმანათლებლო მომსახურება
 უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად
 დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან
 გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე
 მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება
 ჰქონდეს სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობები
 მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადებს, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური და შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით
 ისარგებლოს სკოლის სამედცინო სამსახურის მომსახურებით
 სკოლაში გაეცნოს ნებისმიერ საჯარო და მასზე არსებულ პერსონალურ ინფორამაციას
 მიიღოს მასწავლებლისგან ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ

მოსწავლეს ეკრძალება

სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა:
 სკოლაში დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება
 გაკვეთილებზე დაგვიანება
 გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა
 სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა
 სკოლის ქონებისა და სასკოლო ინვეტარის დაზიანება
 სხვადასხვა მოსწავლეების ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა
 ხმამაღალი შეძახილებით ან ყვირილით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა
 სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება
 სკოლაში არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება
 სასწავლო პროცესის დასრულებამდე სკოლის ტერიტორიის დატოვება
 ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა მოსწავლეზე
 სხვადასხვა მოსწავლეების ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა
 ხმამაღალი შეძახილებით ან ყვირილით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა
 ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვა კანონით აკრძალული ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, მოხმარება და გავრცელება
 შენობის ტერიტორიაზე სიგარეტის შეტანა და მოწევა
 სკოლის კედლებზე ან გამოკრულ დოკუმენტებზე წარწერების გაკეთება, ბილწსიტყვაობა, ქურდობა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას
 წამლების შემოტანა სკოლაში, თუ მას არ აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა
 სკოლის შინაგანაწესის გათვალისწინებული მოსწავლეთა უფლება-მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სისტემატიურად მათი დარღვევის შემთხვევაში დაისმევა საკითხი მოსწავლის სკოლიდან გადასვლის ან გარიცხვის შესახებ
 მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შემთხვევაში გადახდილი თანხა მას არ უბრუნდება
 მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სკოლის დირექცია განსაზღვრავს დისციპლინარულ ზომებს
დასჯა: დაუშვებელია მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება და ფიზიკური დასჯა

მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება:

 მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას
 მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლის დასაქმებული სხვა პირისა და დავცის მუშაკის კანონიერ მითითებებს

მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას
სკოლაში აკრძალული ნივთები:

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
 თამბაქოს ნაწარმი
 ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად
 სანთებელა ან ასანთი
 ალკოჰოლური საშუალებები
 ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს
 ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები
 ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული
 აზარტული თამაშის საშუალებები
 უხამსობის ამსახველი ნივთები
 ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები
 ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე

წამლის მიღება სკოლაში
 წამალი უნდა გადაეცეს სკოლის ექიმს მშობლის წერილთან ერთად
 ყველა წამალი უნდა ინახებოდეს, თავის ორიგინალურ ყუთში
 წამლის მიღება უნდა ხდებოდეს, ექიმი ან კომპეტენტური ზედამხედველის მეთვალყურეობით 


პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის:
დისციპლანარული კომიტეტი მიღებული მასალების (კონტროლის/შემოწმების საფუძველზე აფასებს მოსწავლეთა მიერ გადაცდომების (შინაგანაწესის დარღვევის სიმძიმის ხარისხს და ღებულობს გადაწყვეტილებებს შესაბამისი სახდელის დაწესების ან  არდაწესების შესახებ 

მოსწავლეთა ჩხრეკა

დირექტორს და მის მოადგილეს აქვს უფლება სკოლის ტერიტორიაზე გაჩხრიკოს მოსწავლე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლე ფლობს რაიმე უკანონო, ან სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთებს
 სასკოლო ექსკურსიებზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლე ფლობს უკანონო ნივთებს. მისი გაჩხრეკის უფლება აქვთ ექსკურსიაზე პასუხისმგებელ მასწავლებელს
 მოსწავლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მესამე სრულწლოვანი პირის თანდასწრებით
 პირი, რომელიც ჩხრეკას ჩაატარებს, ვალდებულია, ამოღებული ნივთი, თუ ის არ არის უკანონო და არ ქმნის სხვა მოსწავლეებისათვის საფრთხეს, დაუბრონოს მოსწავლეს დაუყოვნებლივ
 დაუშვებელია მოსწავლის ჩხრეკა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩხრეკის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის ჩხრეკა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სკოლის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური ჩხრეკა.

პრივილეგიების დაუშვებლობა

სკოლის არც ერთი მოსწავლე არ სარგებლობს არანაირი განსაკუთრებული
პრივილეგიით (იგულისხმება გაკვეთილზე დაშვება, სასწავლო პროცესის გაცდენისას
სკოლის მიერ დადგენილი სანქციების გამოყენება, სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელმისაწვდომობა, სკოლაში მოსვლა-წასვლის რეჟიმი, სკოლაში დადგენილი წესის – ფორმის ტარების დაცვა და ა.შ.).