,,ბილ შულენის“ სკოლის დირექტორი სტუმრად ,,სხივში"

,,ბილ შულენის“ სკოლის დირექტორი სტუმრად ,,სხივში

ჩვენს სკოლას სტუმრობდა გერმანის ქალაქ შტუტგარდის,,ბილ შულენის“ სკოლის დირექტორი ბატონი ერვინ ქრიჩ, მეუღლესთან ერთად.
გერმანელმა სტუმრებმა გარემო-პირობების გაცნობის მიზნით დაათვალიერეს სკოლა, ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელობასა და აქტუალურ საკითხებზე, 
საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის ურთიერთგავცლის, გამოცდილების მიღებისა და გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმეს ერთობლივ პროექტები და გაცვლითი პროგრამები, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელდება
ბატონმა ერვინმა შთაბეჭდილების წიგნში დატოვა ჩანაწერი და მადლობა გადაიხადა გულთბილი მიღებისათვის.
ქართული ტრადიციების, ისტორიისა და წეს-ჩვეულებების გაცნობის მიზნით სტუმრები ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს,დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, აგრეთვე იმყოფებოდნენ ბოდბის დედათა მონასტერში, სიღნაღსა და კარდენახში.

თებერვლის თვეში ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივსა“ და გერმანიის ქალაქ შტუტგარდის სკოლა ,,ბილ შულენს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სკოლებს შორის ურთიერთანამშრომლობა, მოსწავლეებში აღმზრდელობითი და შემეცნებითი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და ამასთანავე, სკოლების მიერ ერთმანეთისათვის სასწავლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე გამოცდილების გაზიარება.