სასწავლო წლის ხანგრძლივობა 2018-19

სასწავლო წლის ხანგრძლივობა 2018-19

2018-2019 სასწავლო წლის ხანგრძლივობა და გაკვეთილების განრიგი

  

სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს დაწყებით I – VI, საბაზო (VII – IX) და საშუალო (X – XII) საფეხურის კლასებში.
სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ (2) სემესტრს.
სასწავლო წელს 2 სემესტრად ჰყოფს ზამთრის არდადეგები
1. სასწავლო წელი იწყება 17 სექტემბერს და სრულდება 14 ივნისს.
2. I-XI კლასისთვის სულ 174 სასწავლო დღეა (I სემესტრი: 74 სასწავლო დღე; II სემესტრი: 100 სასწავლო დღე).
3. XII კლასელებისთვის სასწავლო წელი იწყება 17 სექტემბერს და სრულდება 20 მაისს (I სემესტრი 74 დღე; II სემესტრი - 81 დღე - სულ 155 დღე)
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დაიშვება კვირაში ექვსდღიანი სწავლება. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დაიშვება თუ:
ა) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები. ამ შემთხვევაში სკოლა მიაწვდის ინფორმაციას სამინისტროს;
ბ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ და აცნობოს სამინისტროს.
გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული დასვენების დღეებისა, სემესტრის ბოლოს ან განმავლობაში, (ფორსმაჟორის შემთხვევაში) ცხადდება დასვენების დღეები.
სკოლა მუშაობას იწყებს დილის 9:00 საათზე. ტექ.პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები ვალდებულნი არიან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდნენ სკოლაში.
ყველა დამრიგებელი ვალდებულია ზარის დარეკვამდე იმყოფებოდეს სადამრიგებლო კლასში . დაგვიანება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად.
გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი. პირველი კლასის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია; ხოლო მეორე კლასში - 40 წუთი.
გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;
ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.

დასვენება გაკვეთილებს შორის განისაზღვრება – III-XII კლასებში 5 წუთით, I კლასში -15 წთ
II კლასში -10 წთ;
ხოლო დიდი დასვენება III-XII – 20 წუთით, I კლასში -30 წთ, II კლასში -25 წთ.
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სრულფასოვან კვებას და დასვენებას.

გაკვეთილების განრიგი ( III-XII კლ)

გაკვეთილი

შესვლა

გამოსვლა

1

9:00

9:45

2

9:50

10:35

3

10:40

11:25

4

11:30

12:15

სადილი

12:15

12:35

5

12:35

     13:20

6

   13:25 

     14:10

7

   14:15

      15:00 

 

გაკვეთილების განრიგი    ( I კლასი)

გაკვეთილი

შესვლა

გამოსვლა

1

9:00

9:35

2

9:50

10:25

3

10:40

11:15

4

11:30

12:05

სადილი

12:05

12:35

5

12:35

   13:10

6

   13:25 

  14:00

7

 14:15

  15:50

 

            გაკვეთილების განრიგი    ( II კლასი)

გაკვეთილი

შესვლა

გამოსვლა

1

9:00

9:40

2

9:50

10:30

3

10:40

11:20

4

11:30

12:10

სადილი

12:10

12:35

5

12:35

   13:15

6

   13:25 

  14:05

7

 14:15

  15:55