სასწავლო წლის ხანგრძლივობა

2015-2016 სასწავლო წლის ხანგრძლივობა

     სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ  (2) სემესტრს.   

     სასწავლო წელს 2 სემესტრად ჰყოფს ზამთრის არდადეგები

     სასწავლო  წელი   II-VI  კლასებისათვის იწყება  14  სექტემბერს, ხოლო  I კლასისთვის 5 ოქტომბერს  გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული დასვენების დღეებისა, სემესტრის ბოლოს  ან  განმავლობაში, ცხადდება არდადეგები.

    I სემესტრის ბოლოს - ზამთრის არდადეგებიდა იწყება 2015 წლის 30 დეკემბრიდან და  გაგრძელდება 2016 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

   II სემესტრის განმავლობაში – საგაზაფხული, იწყება ვნების ხუთშაბათს და მთავრდება  მომდევნო კვირის სამშაბათს.

   I- II-III-IV-V-VI  კლასის მოსწავლეებისათვის  სასწავლო წელი დასრულდება  2016 წლის  10   ივნისს.

   სასწავლო დღეების ხანგრძლივობა I კლასებში  მოიცავს  158  დღეს , ხოლო  II-VI  კლასებისათვის 171 დღეს.

      სკოლა მუშაობას იწყებს დილის 9:00 საათზე. ტექ.პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები   ვალდებულნი არიან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდნენ  სკოლაში. ყველა დამრიგებელი  ვალდებულია ზარის  დარეკვამდე იმყოფებოდეს სადამრიგებლო კლასში .  დაგვიანება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად.

   გაკვეთილების ხანგრძლივობა პირველ კლასებში განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო სხვა დანარჩენი კლასებისათვის 45 წუთით, დასვენება – 5 წუთით, დიდი დასვენება – 20 წუთით.