სკოლის ხედვა

სკოლა განსაკუთრებულად ზრუნავს ისეთი ღირებულებების განვითარებაზე, როგორიცაა ღირსება, სამართლიანობა, კანონმორჩილება, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება.

     მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი პირად მაგალითზე აჩვენებდეს მოსწავლეს, რას ნიშნავს სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა.

     სკოლის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომ ნებისმიერი მიდრეკილების, შესაძლებლობის თუ ინტერესის მქონე მოსწავლე მაქსიმალურად ჩართოს სასწავლო პროცესში. გათვალისწინებულია  ყველა თავისებურება, რაც მოსწავლეებში გვხვდება.