ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

სკოლა-ლიცეუმი “სხივი”,2003 წლიდან საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების  დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურს. 2008 წლის სექტემბრიდან დიდ დიღომში, სამსართულიან ლამაზ შენობაში დაიდო ბინა სკოლა -ლიცეუმ ,,სხივმა” და დღეს ფუნქციონირებს I-XII კლასი 200  მოსწავლით და მოსამზადებელი ჯგუფის 80 - მდე აღსაზრდელით.

სკოლას აქვს ჰერალდიკის ნიშნები: გერბი, ლოგო და ჰიმნი.

 სკოლა გამოირჩევა კეთილმოწყობილი საკლასო ოთახებით, საპრეზენტაციო ოთახით, ბიოლოგიის , ინფორმატიკის, ჭადრაკის, გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტებით , სპორტისა და ცეკვის დარბაზებით  და    ბიბლიოთეკით.საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლის პრიორიტეტია. აქ მიმდინარეობს მოსწავლეებში ამ ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება. თითოეულ მოსწავლეს აქვს კომპიუტერთან ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა. ბიოლოგიის გაკვეთილებზე მოსწავლეები მასწავლებლების მეთვალყურეობით ატარებენ ცდებს.

   სკოლას, მის ტერიტორიაზე მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავს დაცვა.სკოლაში არის ექიმის კაბინეტი, სადაც ხდება მოსწავლეთა პერიოდული პროფილაქტიკური  შემოწმება.მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პერსონალს ემსახურება ტრანსპორტი. მათ სარგებლობაშია, აგრეთვე,  სასადილო. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებს თბილი,  საქმიანი გარემო შეექმნათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა, შემდეგ კი თავისი უშრეტი ენერგია ყველაზე წარმატებული სფეროსკენ მიმართონ. 

 

 სკოლა დაკომპლექტებულია კონკურსის წესით შერჩეული მაღალპროფესიონალური კადრებით. ისინი ფლობენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებენ მათ სწავლების პროცესში.მათი ცოდნა შეესაბამება ახალი ეპოქის მოთხოვნებს.

 კლასების მიხედვით სკოლაში მუშაობს საგნობრივი  კათედრები,  რომლებიც უზრუნველყოფს სასწავლო მეთოდურ მუშაობას.

    სკოლა მთლიანად პასუხობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტებს, რასაც თავის მხრივ სკოლის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ემატება განსხვავებული დისციპლინები, დამოუკიდებლად შემუშავებული სასწავლო პროგრამებით. ამ მიზნით სავალდებულო სასწავლო დისციპლინების გარდა სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ინგლისური,თურქული და რუსული ენები; ინფორმატიკა; მათემატიკა; ჭადრაკი; ცეკვა; მეტყველების კულტურა, მუსიკა; სახვითი  ხელოვნება, ხალხური საკრავებისა და სიმღერების შესწავლა.

  ცოდნის შემოწმება ტესტირების გზით ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნით სკოლაში სისტემატურად ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირება. ჩვენს აღსაზრდელებს უთუოდ უფასდებათ სწავლა-ცოდნის მიღებაში დახარჯული შრომა-ძალისხმევა. სწავლაში წარჩინებულთათვის უამრავი ჯილდოა დაწესებული.

მათემატიკისა და ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეებში ბავშვები ემზადებიან რესპუბლიკური და საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის, ამზადებენ პროექტებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსისათვის. ,,სხიველები”, აქტიურად მონაწილეობენ ამ კონკურსში.

სკოლა–ლიცეუმი ,,სხივი“ ორი  რესპუბლიკური ოლიმპიადის დამფუძვნებელია.  IV კლასელთა მათემატიკისა და „დედაენის“ რესპუბლიკური ოლიმპიადისა I-VI კლასელთათვის.

  ქართული ენის სიწმინდეს, სიყვარულსა და პატივისცემის დანერგვას ემსახურება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიადა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. აღსანიშნავია,რომ სკოლა- ლიცეუმ ,,სხივის’’ მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 

მათემატიკის ოლიმპიადის მიზანია: მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება; ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება; ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება; ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის გამოცდილების მიღება; 

    ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის მიზნით   სკოლაში ხშირად ეწყობა  ექსკურსიები როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ.

   შპს სკოლა-ლიცეუმ “სხივში “ რეგულარულად ტარდება მშობელთა კრებები. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სკოლას, ოჯახსა და მოსწავლეს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და  ურთიერთანამშრომლობას. ამ მიზნით პედაგოგები ხშირად სტუმრობენ მშობლებს ოჯახში. დირექციის ხელშეწყობით პერიოდუ- ლად ტარდება პიკნიკები.

სკოლის ინიციატივით ტრადიციულად ეწყობა საქველმოქმედო  გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი  სკოლის მოსწავლეები.

  სკოლაში ხშირად ეწყობა შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან.

  სკოლამ გამოსცა ,,წლის წიგნი", რომელშიც ასახულია სკოლის ერთი წლის სასწავლო პროცესი და შემოქმედებითი ცხოვრება. სკოლას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და სოციალური ქსელი სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინფორმაცია და  სიახლე.

   ჩვენ ბავშვების თვალით ვუყურებთ სამყაროს, ბავშვების თვალით დანახული სამყარო კი ზღაპრულია…... მოდით ვიცხოვროთ ამ ზღაპრულ სამყაროში.