სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღე სხივში

ოქტომბერი 07, 2019
სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღე სხივში

27 სექტემბერი სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (ISF) 109 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ჩვენმა სკოლამ ეს დღე სპორტის მასწავლებლებისა და სხვადასხვა კლასის დამრიგებლების ხელშეწყობით სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებით აღნიშნა. სკოლაში დიდი მხიარულება იყო, ბავშვები მეტად კმაყოფილები დარჩნენ ამ ღონისძიებით