ხალისით ვსწავლობთ ისტორიას

ოქტომბერი 07, 2019
ხალისით ვსწავლობთ ისტორიას

წელს ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ მეშვიდეკლასელები პირველად იწყებენ ისტორიის შესწავლას, ამიტომ ისტორიის პედაგოგი, ნათია ჩუბინიძე, ცდილობს, მოსწავლეები საგნით დააინტერესოს და მოტივაცია აუმაღლოს. დღევანდელი გაკვეთილი, ,,უძველესი ადამიანის რწმენა-წარმოდგენები პალეოლითის ეპოქაში“ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მეთოდის ,,სწავლა-კეთებით“ გამოყენებით VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა თიხით, პლასტელინით, მძივებითა და მავთულებით, მას შემდეგ, რაც კარგად შეისწავლეს პირველყოფილი ადამიანების მიერ პალეოლითის ხანაში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, თავად დაამზადეს ავგაროზ-ამულეტები, ადამიანის ანთროპომორფული ქანდაკებები და ,,ნატვრის ხეები“, შემდეგ კი მათი მნიშვნელობა ახსნეს. გაკვეთილმა სასიამოვნოდ და მხიარულად ჩაიარა, სწავლების პროცესი ადვილი და საინტერესო გახდა. წარმატებებს ვუსურვებთ ,,სხივის“ მეშვიდეკლასელებს ისტორიის შესწავლაში!