ვაკანსია

ივლისი 12, 2019
ვაკანსია

ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი" აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის, გერმანული ენის, მუსიკისა და სპორტის პედაგოგების ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

უმაღლესი განათლება;

სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა;

საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;

 

 

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

 

ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი;

 

ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

 

გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა;

 

დ) დოქტორის ხარისხი ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით;

 

ე) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

 

ვ) იყოს 2015 წლის 01 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

 

 

 

თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია  აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს.

 

 

 

ჰქონდეს არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის  20 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულად, vakansia.sxivi@gmail.com  ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით. პოზიციის სახელწოდება გთხოვთ, მიუთითოთ ელფოსტის სათაურში.

დამატებითი ინფორმაცია      

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: I ეტაპი СV-ის განხილვა,

II ეტაპი გასაუბრება. გასაუბრებაზე მოეთხოვება დიპლომის ასლი ნოტარიულად დამტკიცებული; პირადობის მოწმობის ასლი; შრომის წიგნაკი; ცნობა ნასამართლეობის შესახებ, სერტიფიკატი.