ქართული ენის XII რესპუბლიკური ოლიმპიადა

მარტი 16, 2019
ქართული  ენის  XII  რესპუბლიკური  ოლიმპიადა

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 6-20 აპრილს სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით გაიმართება ქართული ენის XII რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომლის მიზანია აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი, გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა, დაეხმაროს მათ გააცნობიერონ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი, წაახალისოს ნიჭიერი და შემოქმედი მოსწავლეები და მასწავლებელები.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლის, როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის (I-IX კლასის) მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
კონკურსი ტარდება ნომინაციების მიხედვით ტურებად:
1. საუკეთესო კალიგრაფი - 1 ტური
2. მხატვრული კითხვის ოსტატი - 2 ტური
3. საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 2 ტური
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა 3 აპრილის ჩათვლით წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულად სარეგისტრაციო განაცხადის შევსების საფუძველზე, შემდეგ ბმულზე https://docs.google.com/…/1FAIpQLSfl3fTJxnAlalXRAF…/viewform
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 20 აპრილს, 14 საათზე.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ვებ გვერდი მისამართზე: http://sxivi.ge/ge/page/id/6/qartuli-enis-olimpiada-2019