მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee"

თებერვალი 04, 2019
მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee

სულ მალე სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით ჩატარდება მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში „Spelling Bee“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეექვსედ გაიმართება. კონკურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლების პროცესის და ინგლისურის შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესება. ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.
„Spelling Bee“ არის საგანმანათლებლო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ IV-XII კლასის მოსწავლეები, ისინი განაწილდებიან სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
I ჯგუფი- IV-VI კლასის მოსწავლეები;
II ჯგუფი- VII-IX კლასის მოსწავლეები;
III ჯგუფი-X-XII კლასის მოსწავლეები;
ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით: 
I ადგილი: მინი ტაბლეტი
II ადგილი: ვაიფაი ბლუთუზ ყურსასმენი
III ადგილი: სასაჩუქრე ჩანთა 
კონკურსი იყოფა ორ ეტაპად: 
შიდასასკოლო ტური, რომელიც გაიმართება 2019 წლის 15 თებერვალს სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ და ჩვენს პარტნიორ სკოლებში: ქუთაისი - ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი - შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეული - დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.
ფინალური ტური კი ჩატარდება 2019 წლის 6 მარტს 13.00 საათზე ტრადიციულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (საკონფერენციო დარბაზი).