სკოლაში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

იანვარი 09, 2019
სკოლაში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. გამომდინარე იქიდან, რომ 18 იანვარი პარასკევია და მომდევნო ორი დღე დასვენების დღეებია, სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება.

http://mes.gov.ge/content.php?id=8853&lang=geo

შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში” ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდის გამო, 2019 წლის 15-18 იანვარს გაცდენილი დღეები ანაზღაურდება შაბათის ხარჯზე

1.  2 თებერვალს ჩატარდება 2019 წლის 15 იანვარს საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილები;

2. 9 თებერვალს - 16 იანვარს საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილები;

3. 16 თებერვალს  -17 იანვარს საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილები;

4. 23 თებერვალს კი ჩატარდება 18 იანვარს საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილები;