,,ტვინების ბრძოლა“

ოქტომბერი 26, 2018
,,ტვინების ბრძოლა“

23 ოქტომბერს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში“ ,,ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო, შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, ,,ტვინების ბრძოლა“ შემეცნებითი თამაშია, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ,,სხივის“ მოსწავლეებში. თამაში სამ ქვეჯგუფს შორის ჩატარდა, პირველ ქვეჯგუფში მონაწილეობდნენ III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები, სულ მონაწილეობდა ექვსი გუნდი, რომელთა შორისაც გამარჯვებული გახდა IVა კლასის გუნდი ,,სხივის სხივები”, მეორე და მესამე ადგილები კი გაიყვეს Vა (,,ტვინიკოსები“) და IIIბ (,,ძალა ერთობაშია“) კლასებმა, მეორე ქვეჯგუფში, რომელშიც VI, VII და VIII კლასის გუნდები მონაწილეობდნენ გაიმარჯვა VIII კლასის გუნდმა ,,დიქტატორები“, ხოლო უფროსკლასელთა შორის (X, XIა, XIბ) გამარჯვებული გახდა XIა, კლასის გუნდი ,,Vici”. 
,,ტვინების ბრძოლაში“ საუკეთესო შედეგის მქონე სამი გუნდი დაჯილდოვდება დიპლომებით, ხოლო წარმატებულ გუნდებს სკოლა სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვებს, ასევე, მაღალი შედეგებიდან გამომდინარე, 13-ვე მოთამაშე გუნდმა მოიპოვა მეორე ეტაპზე მონაწილეობის უფლება, რომელიც სკოლებს შორის შედგება და გაიმართება ამა წლის 25 ნოემბერს. 
შიდასასკოლო ტურს უძღვებოდა ისტორიის პედაგოგი ნათია ჩუბინიძე. თამაშის შედეგები დააჯამა ბიოლოგიის პედაგოგმა, თამარ ვალიშვილმა.