V-ა კლასის მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ოქტომბერი 26, 2018
V-ა კლასის მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

23 ოქტომბერს V-ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან (შორენა შალიკაშვილი) და ისტორიის პედაგოგთან (ნათია ცერცვაძე) ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. ისინი სამუზეუმო ექსპოზიციებთან ერთად გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას, ინტერესით დაათვალიერეს საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა. მუზეუმის მშვიდ გარემოში ბავშვებმა დღე სასიამოვნოდ გაატარეს.