V ბ კლასის მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ოქტომბერი 26, 2018
V ბ კლასის მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

V-ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან (ნინო ჩიჩუა) და ისტორიის პედაგოგთან (ნათია ცერცვაძე) ერთად 23 ოქტომბერს იმყოფებოდნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. ისინი სამუზეუმო ექსპოზიციებთან ერთად გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას, ინტერესით დაათვალიერეს საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა. მუზეუმის მშვიდ გარემოში ბავშვებმა დღე სასიამოვნოდ გაატარეს.