შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის" მიმართვა

სექტემბერი 13, 2018
შპს სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის

 ძვირფასო მეგობრებო! 
სულ რამდენიმე დღეც და დაიწყება ახალი 2018-2019 სასწავლო წელი!
სასწავლო წლის დასაწყისი მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი, რადგან მას თან სდევს მასწავლებლის უდიდესი ენერგიის მობილიზება, მოსწავლის განწყობა - მიიღოს განათლება, მშობლის მოლოდინი - რომ ახალმა სასწავლო წელმა მეტი საფუძველი შეუქმნას მომავალ თაობას. 
სკოლა -ლიცეუმი „სხივი“ კვლავაც მოუთმენლად ელის თავის აღსაზრდელებს, თანამშრომლებს, აღმზრდელებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მათ, ვინც პირველად შემოაბიჯებენ წელს ჩვენს სკოლაში. ამავდროულად, ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებებით. კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ,, ვინც უკვე სტუდენტის სტატუსით , მოპოვებული მაღალპროცენტიანი გრანტებით შეუდგებიან სწავლას საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. წარმატებულ და საინტერესო პერსპექტივებს ვუსურვებთ მათ.

დღეს კი სკოლა-ლიცეუმი „სხივი“ კვლავ მზადაა ყველა გამოწვევისათვის, იმისათვის,რომ
 ხარისხიანი განათლება მივცეთ თითოეულ მოსწავლეს
მზადაა და შემუშავებულია ახალი სასწავლო-სასკოლო გეგმა
 სკოლის შინაგანაწესი 
შერჩეულია ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები
 უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო 
განახლებული კლას-კაბინეტები
ახალი სასკოლო ავეჯი და ინვენტარი
ფსიქოლოგის კაბინეტი.....
წინ ყველას დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მისაღწევად.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,, რომ ამაღლებული განწყობა და მოტივაცია გაგყვეთ მთელი წლის განმავლობაში.