რა? სად? როდის?

მარტი 21, 2018
რა? სად? როდის?

სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში“ ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული 21 თებერვალს დაიწყო და 7 მარტს გრადიოზულად დასრულდა ინტელექტუალური თამაშით ,,რა? სად? როდის?“, თამაში მოამზადა ისტორიის პედაგოგმა, ინტელექტ-კლუბის წევრმა ნათია ჩუბინიძემ. თამაში ორ ეტაპად ჩატარდა, პირველ ეტაპზე ერთმანეთს ეჯიბრებოდა 7 გუნდი: ,,არ გეტყვით“ (კაპიტანი შაკო ოთარაშვილი) ,,მატრიცა“ (კაპიტანი ელენე ნეფარიძე) ,,ყარაულის თოფი“ (კაპიტანი დავით ჯიშკარიანი), ,,მერანი“ (კაპიტანი ლუკა სოფრომაძე), ,,კორლეონე“ (კაპიტანი დავით მარგიანი) და ,,ესკობარი“ (კაპიტანი ნიკო ალადაშვილი). პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდა სამი თანაბარქულიანი გუნდი: ,,არ გეტყვით“, ,,ესკობარი“ და ,,კორლეონე“, რომელთა შორისაც, დამატებითი რაუნდის შემდეგ, დაწინაურდა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა გუნდი ,,კორლეონე“. თამაშის ფინალური ეტაპი სატელევიზიო თამაშ ,,რა?სად?როდის?“-ის ფორმატით ჩატარდა, თამაში მიჰყავდა ისტორიის პედაგოგს, ნათია ჩუბინიძეს, მოაზროვნეების, გუნდ ,,კორლეონეს“ წევრების, სოფო თოდრიას, ტატო მცხვეთაძის, ნინო დვალიძის, გიორგი გოგინაშვილის, გიორგი ენდელაძისა და დავით მარგიანის წინააღმდეგ თამაშობდნენ პედაგოგები: სკოლის დირექტორი - ეკა ჩიქობავა, დირექტორის მოადგილეები - ეკა ლომთათიძე და ემრულლაჰ დემირი, ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავჯდომარე ნესტან როდონაია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია მამულაშვილი, გეოგრაფიის პედაგოგები, ლია ჩხეიძე და ნათია ცინცაძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი მარიამ ჯიღაური. თამაშმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, პედაგოგების მომზადებული კითხვები მრვალფეროვანი და მდიდარი ვიზუალური მასალით გამორჩეული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა საუკეთესო გუნდური თამაში აჩვენეს და ანგარიშით 6:5 დაამარცხეს პედაგოგები. გამარჯვებული მოაზროვნეები სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა წიგნებით დაასაჩუქრეს, საუკეთესო მაზროვნედ დასახელდა სოფო თოდრია (IX კლასი).