ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოში

თებერვალი 25, 2018
ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოში

IV-ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო - ,,ესტიას’’. ,,ესტია’’ – ხელსაქმის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრები. დაესწრნენ სამუშაო პროცესს. გულდასმით მოისმინეს რჩევები. მიუსხდნენ მაგიდებს და შეუდგნენ მუშაობას. თეფშები მოხატეს სპეციალური კერამიკული საღებავებით.მათთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სკოლაში მობრუნებული მეოთხეკლასელები ერთმანეთს უზიარებდნენ ემოციებსა და აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს.