ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული

თებერვალი 25, 2018
ქართული ენისა  და საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული

2018 წლის 21 თებერვალი ქართული ენისა  და საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში ისტორიის პედაგოგმა, ნათია ჩუბინიძემ სასწავლო-შემეცნებითი თამაშების დღედ აქვია. მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ, თვითონვე შეექმნათ სასწავლო თამაშები და მათი მეშვეობით თანატოლები ერთმანეთისთვის შეეჯიბრებინათ.

დავალების შესრულებას ენთუზუიაზმით შეუდგნენ მოსწავლეები: ელვინ მაილოვი და ლუკა ჯენევიზი (VIIIბ), ანრი ივანიშვილი და სანდრო ახვლედიანი, რომლებმაც, სხვებისგან განსხვავებით, არა ჩვეულებრივი ქვიზის ნაცვლად პოპულარული თამაშის “Minecraft”-ის ვერსია შექმნეს, რომელში მოთავსებული შეკითხვების მეშვეობით მოთამაშეს შეუძლია, ბონუს-ქულები დააგროვოს, ასევე საბა ურუმაშვილი (IX), სანდრო ბეროშვილი (VIIა) და მარიამ ხეცაძე (VIIIა)

მოსწავლეებმა თანატოლები ორ გუნდად დაჰყვეს და ერთმანეთს შეაჯიბრეს, გაკვეთილებმა დიდი ხალისითა და აზარტით ჩაიარა და რაც მთავარია, შედეგი გამოიღო, მოსწავლეებმა ადვილად დაიმახსოვრეს თამაშებსა და ვიქტორნიებში მოცემული კითხვების პასუხები.