„კულინარიის დღე“ მე-4 ა კლასში

დეკემბერი 26, 2017
„კულინარიის დღე“ მე-4 ა კლასში

მოსწავლეების სურვილითა და ინიციატივით დაიგეგმა ღონისძიება „კულინარიის დღე“.
მე-4 ა კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ და დიდხანს ემზადებოდნენ ამ დღისთვის. კლასის ხელმძღვანელის დახმარებით ინტერნეტში მოიძიეს მარტივი ბუტერ-ბროდების, სალათების რეცეპტები, გაინაწილეს და შეუდგნენ მზადებას.
შესაფერისად მორთეს საკლასო ოთახი, მოიწვიეს სტუმრები: მშობლები, მასწავლებლები და პარალელური კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა ისაუბრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელო-ბაზე. აღნიშნეს, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. შემდეგ ხალისით შეუდგნენ მუშაობას. 
მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ სტუმრების წინაშე წარმოადგინა თავისი ნახელავი. წარდგენისას მოსწავლეებმა დაასახელეს ის ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენეს ბუტერბროდისა თუ სალათს მოსამზადებლად , ისაუბრეს მუშაობის პროცესზე.
პრეზენტაციის ბოლოს პატარა მზარეულებმა და სტუმრებმა ერთად დააგემოვნეს მომზადებული კერძები. 
ღონისძიებით კმაყოფილნი დარჩნენ მოსწავლეებიც და სტუმრებიც.