VI ა კლასის სტუმრობა ექსპერიმენტორიუმში

დეკემბერი 14, 2017
VI ა კლასის სტუმრობა ექსპერიმენტორიუმში

13  დეკემბერს 6(ა)  კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ექსერიმენტორიუმს- სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს. ბავშვებმა ნახეს და საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის კანონების მიხედვით შექმნილი 80-მდე ექსპონანტი. ბავშვებმა თავი  ნამდვილ  მეცნიერად იგრძნეს! გაზომეს ყვირილის ძალის სიძლიერე, დასხდნენ ლურსმნებზე, აწიეს მეგობარი ჰაერში, დაიჭირეს ხელში ელვა, დახატეს ქვიშით  და  იგრძნეს თავი  როკ-ვარსკვლავად  დრამთან. ბავშვები დაესწრნენ აზოტის შოუს. მათ არა მხოლოდ გაიგეს, არამედ, ნახეს რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციეს დიდი პატარად, ყვავილი — შუშად, და ვაშლით დააჭედეს ლურსმანი! ასევე გაყინეს პოპკორნი და დააგემოვნეს ის.  აგრეთვე    შემოგვთავაზეს  ყველაზე უჩვეულო და სახალისო საახალწლო პროგრამა: ახალი წლის გადარჩენა, რომელიც ტრადიციულად საჩუქრების გადაცემით დასრულდა.     ბავშვები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.