VIIბ კლასის სტუმრობა ექსპერიმენტორიუმში

დეკემბერი 14, 2017
VIIბ კლასის სტუმრობა ექსპერიმენტორიუმში

13 ივლისს სკოლა-ლიცეუმ სხივის VII-ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - ექსპერიმენტორიუმს.

ვინ თქვა, რომ მუზეუმი და მეცნიერება მოსაწყენია?სამეცნიერო მუზეუმმა სრულიად შეცვალა მუზეუმების შესახებ წარმოდგენა.მიუხედავად იმისა,რომ ქიმიისა და ფიზიკის შესწავლა მეშვიდე კლასელებმა წელს დაიწყეს, მათ უკვე უამრავ კითხვას გასცეს პასუხი. აქ წარმოდგენილმა ექსპონატებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მათზე. ბავშვებმა თავად ჩაატარეს ექსპერიმენტები, ითამაშეს შემეცნებითი თამაშები , დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს აზოტის შოუში. ექსკურსია დამთავრდა წინა საახალწლო განწყობითა და შემეცნებითი საჩუქრების გადაცემით. დაუვიწყარი დღე გაგრძელდა სკოლაში საჩუქრების აწყობითა და შთაბეჭდილებების გაზიარებით.