,,ბოსტონის ჩაის სმა“

დეკემბერი 05, 2017
,,ბოსტონის ჩაის სმა“

დღევანდელი ისტორიის გაკვეთილი სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში“ სასიამოვნო, განსხვავებული და გამორჩეული აღმოჩნდა, გაკვეთილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამოუკიდებლობამდე განვლილ გზას შეეხებოდა, ისტორიის პედაგოგმა, ნათია ჩუბინიძემ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო, სკოლის დირექციის ხელშეწყობით გემრიელი ჩაით გაუმასპინძლდა, ისაუბრა პირველი კოლონიების შექმნის ისტორიაზე, ინგლსელ და ფრანგ კოლონისტებს შორის დაპირისპირებასა და თავისუფლებისმოყვარე კოლონისტების მიერ 1773 წლის 16 დეკემბერს განხორციელებულ ერთ საინტერესო საპროტესტო აქტზე, ,,ბოსტონის ჩაის სმაზე“, რომელმაც კოლონისტებს გზა გაუკვალა ინგლისის წინააღმდეგ ღია ბრძოლის წამოწყებისა და დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფოს, აშშ-ს შექმნისკენ, რაც 1776 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებით დაგვირგვინდა. ეს გამორჩეული დღე ხომ აშშ-ში სახელმწიფო დღესასწაულია. 
გაკვეთილზე გამოყენებული იყო მდიდარი ვიზუალური მასალა: ისტორიული დოკუმენტური ფილმები, ფოტოები და რეკონსტრუქციები. 
მოსწავლეები ძალიან დააინტერესა მსოფლიოს ახალი ისტორიის ამ ეპიზოდმა, მოეწყო დისკუსია, იმსჯელეს ,,ბოსტონის ჩაის სმის“ მნიშვნელობაზე ამერიკის ისტორიაში.
გვჯერა, ეს გაკვეთილი ,,სხივის“ VIIIა კლასის მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ!