თვითმართველობის დღე ,,სხივში"

დეკემბერი 05, 2017
თვითმართველობის დღე ,,სხივში

გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის მიღების დღესთან დაკავშირებით 24 ნოემბერს, დირექციის ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში’’ ჩატარდა ზოგად-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელის მიზანი იყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის, მენეჯმენტისა და ემპათიის უნარის განვითარება. 24 ნოემბერს სკოლის თვითმმართველობა გადაეცათ მე-11 კლასის მოსწავლეებს. მათ გაინაწილეს სკოლის დირექტორის, მოადგილის, მდივნის და მასწავლებლების პოციზია. მოსწავლეები სრული პასუხისმგებლობით და ენთზიაზმით შეუდგნენ შემოთავაზებულ საქმეს. მოირგეს ჩაცმის აკადემიური სტილი, შესაბამისი მანერები, სრული სერიოზულობითა და მონდომებით მოეკიდნენ საკითხს და ორგანიზებულად, საინტერესოდ წარმართეს საგაკვეთილო პროცესი. დღის განმავლობაში ყველა პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას: ,,სკოლის დირექტორი’’ აქტიურად ადევნებდა თვალყურს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, „მდივანი’’ სრული სიფრთხილით მუშაობადა დოკუმენტებზე, ,,მასწავლებლებმა’’ მოამზადებს შესაბამისი თემები და საინტერესო, სახალისო გაკვეთილები ჩაატარეს, სადაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. მე-11 კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პერიოდის დასრულებამდე საქმიანად ფუსფუსებდნენ სკოლის დერეფნებსა და კლასებში. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შეაჯამეს და განიხილეს განვლილი დღე სკოლის დირექციასთან ერთად. მოსწავლეების თქმით, ამ აქტივობით მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და მასწავლებელბის ყოველდღიურ რეჟიმს. მათ უკვე სხვა კუთხით შეხედეს, გააანალიზეს და მორგებული პოზიციებიდან გამომდინარე უკეთ შეაფასეს ყოველდღიური სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. საბოლოოდ, დაგეგმილმა აქტივობამ წარმატებით ჩაიარა.