სპორტისა და ესთეტიკის კათედრის კვირეული

დეკემბერი 05, 2017
სპორტისა და ესთეტიკის კათედრის კვირეული

27 ნოემბრიდან 1დეკემბრის ჩათვლით სკოლა-ლიცეუმ "სხივში" ჩატარდა სპორტისა და ესთეტიკის კათედრის კვირეული. კვირეული გაიხსნა მოსწავლეების ნახატების გამოფენით, სადაც წარმოდგენილი იყო საშემოდგომო ნამუშევრები. კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები: მინი ტურნირი ჭადრაკში , სასკოლო შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, ვიქტორინა სახვით ხელოვნებაში. სკოლაში არსებული ცეკვის წრის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები. ყოველ დიდ შესვენებაზე სრულდებოდა მუსიკალური ნომრები.
კვირეული საზეიმოთ დაიხურა კონცერტით. კვირეულში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით. მადლობას ვუხდით სკოლა-ლიცეულ "სხივის" მოსწავლეებს და დირექციას მხარდაჭერისთვის.
კათედრის თავმჯდომარე ეკატერინე ჯანაშია