,,სხივსა“ და გერმანიის სკოლა ,,ბილ შულენს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა.

,,სხივსა“ და გერმანიის  სკოლა ,,ბილ შულენს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა.

სკოლა-ლიცეუმ ,,სხივსა“ და გერმანიის ქალაქ შტუტგარდის სკოლა ,,ბილ შულენს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა.
5-9 თებერვალს ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ დირექტორი ქალბატონი ეკა ჩიქობავა, ქ. რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მარეხ ყანჩაველი და ქ. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი ლალი სალდაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ შტუტგარდში.
ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა, ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს .
მემორანდუმის მიზანია სკოლებს შორის ურთიერთანამშრომლობა, მოსწავლეებში აღმზრდელობითი და შემეცნებითი კულტურის პოპულარიზაციის მიზნითა და სკოლების მიერ ერთმანეთისათვის სასწავლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე გამოცდილების გაზიარება.
სკოლები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ხელს შეუწყობენ ერთმანეთის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობას;

ასევე შედგა შეხვედრები გერმანიის საჯარო სკოლების ექსპერტებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და დაისახა სამომავლო გეგმები.
ვიზიტი დასრულდა ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებით