კიდევ ერთი სასიამოვნო დღე ჩვენს სკოლაში

June 23, 2019
კიდევ ერთი სასიამოვნო დღე ჩვენს სკოლაში

კიდევ ერთი სასიამოვნო დღე ჩვენს სკოლაში❤️
მოგახსენებთ, რომ გოეთეს ინსტიტუტი და ვენის აგრარული და გარემოსდაცვის პედაგოგიკის უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივად ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის". 
პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ექსპერიმენტის სახით ტარდება ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება.
დღეს ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა სტუმარს გოეთეს ინსტიტუტიდან ქალბატონ ქრისტინა ნეფცგერს, რომელიც არის ინტეგრირებული გაკვეთილების ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ინიციატივა "სკოლები: მომავლის პარტნიორები".
ქალბატონმა ქრისტინამ სასიამოვნო სიტყვები არ დაიშურა სკოლისა და გერმანული ენის კათედრის მისამართით და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.