გერმანული ენის კაბინეტის გახსნა

June 23, 2019
გერმანული ენის კაბინეტის გახსნა

გერმანული ენის კაბინეტის გახსნა

ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დღეს გერმანული ენის კაბინეტი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 
ახალი კაბინეტისა და გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება სკოლაში, ახალი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და იგი ქართულ და გერმანულ სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს, ქართულ-გერმანულმა სკოლა სხივმა და მისმა პარტნიორმა სკოლებმა ქალაქ შტუდგარდის საგანმანათლებლო ცენტრთან გააფორმეს მემორანდუმი და გერმანული სკოლების პარტნიორები გახდნენ.
საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც უცხო ენის კათედრის ორგანიზებით გაიმართა პატარა მოსწავლეებმა საინტერესო წარმოდგენა გამართეს და მოწვეულ სტუმრებს პირველი შედეგებიც გააცნეს.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი სკოლის ინიციატივას და დღეს უკვე გერმანული ენის კაბინეტიც გავხსენით. ჩვენ ვცდილობთ გავიზიაროთ გერმანული განათლების სისტემის გამოცდილება და მიმდინარე წლიდან გერმანული ენის სწავლებაც დავიწყეთ. იმედია ამით წვლილის შევიტანთ, რომ აღვზარდოთ განათლებული მოსწავლეები და კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ერთმანეთს ქართული და გერმანული კულტურა“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა ეკა ჩიქობავამ
ღონისძიების ბოლოს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა საშა ფაბრიმ ენის კაბინეტს წიგნები და საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა პატარა მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის.