STEM ფესტივალი 2019

April 23, 2019
STEM ფესტივალი 2019

2019 წლის 9 ივნისს გაიმართება რიგით მეორე STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) ფესტივალი, რომელიც წარმოადგენს IYIPO-ს (ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა) საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12-დან 18 წლამდე ასაკის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს. ახალგაზრდა მეცნიერები და ნორჩი გამომგონებლები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობასა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება საინტერესო და სახალისო შოუს ტიპის ექსპერიმენტები, ახალი გამოგონებები, მათ შორის ბოლო პერიოდის კონკურსებში გამარჯვებული ნამუშევრებიც.
სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცე, არამედ, სურვილის შემთხვევაში, თავადაც ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. 
ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და ინფორმატიკა, დაანახოს მათი მნიშვნელობა და როლი განათლების მიღებისა თუ ქვეყნის განვითარების პროცესში. 
12-18 წლამდენიჭიერ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან გიწვევთ ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად