შემოდგომის გაცილება

December 11, 2018
შემოდგომის გაცილება

სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ საბავშვო ბაღმა 26 -დან 30 ნოემბრის ჩათვლით საშემოდგომო კვირეული სახელწოდებით: „შემოდგომის გაცილება“ აღნიშნა.
სკოლის ფოიეში მოეწყო გამოფენა. წარმოდგენილი იყო ბაღის აღსაზრდელთა მიერ შემოდგომის თემაზე შესრულებული ნამუშევრები შერეული ტექნიკით და მასალით.
კვირეულის დასასრულს დასკვნითი ღონისძიება მოეწყო ფოიეში. ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს შემოდგომაზე და იცეკვეს. დამსწრე საზოგადოება და დამთვალილერებელი ნასიამოვნები და კმაყოფილი დარჩა